ფეხბურთი

22:05 | 13.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარიომ “სპორტინგთან” გაახანგრძლივა

ნიჭიერი პორტუგალიელი ნახევარმცველი ჟოაო მარიო “სპორტინგში” რჩება. ლისაბონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მან მშობლიურ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

22 წლის ფეხბურთელი განახლებული ხელშეკრულების მიხედვით “ესტადიო ჟოზე ალვალადეზე” 2020 წლის 30 ივნისამდე დარჩება, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევრო იქნება.

ჟოაო “სპორტინგის” მთავარ გუნდში 2011 წელს გამოჩნდა, თუმცა ძირითად გუნდში თამაში არ უწევდა და 2014 წელს “სეტუბალში” გახლდათ განათხოვრებული. ის ლისაბონურ კლუბში გასული სეზონის დაწყების წინ დაბრუნდა და 43 ჩატარებულ მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა.

მარიო ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან “ლუზიტანების” ძირითად ნაკრებში სამი მატჩის ჩატარებაც მოასწრო.

თეგებიჟოაო მარიო
0.111692