იტალიური საფეხბურთო კლუბ “პარმას” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ისტორიული, საინტერესო ნივთები აუქციონზე გაიტანოს.
კლუბი “პარმა 1913”, რომელიც ამ ზაფხულს გაბანკროტებული საფეხბურთო კლუბ “პარმას” სამართალმემკვიდრედ ითვლება, კლუბის ისტორიასთან დაკავშირებულ ნივთებს ყიდის. მათ შორისაა სამი იტალიის თასი, უეფას თასი, ევროპისა და იტალიის სუპერთასები.
გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება კლუბის ვიდეოარქივის შეძენა. “პარმა 1913” გამოსვლას მოყვარულთა “დ” ლიგაში დაიწყებს.