საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და უკრაინული “დნიპროს” ნახევარმცველი ჯაბა კანკავა, უახლოეს პერიოდში ფრანგული “რეიმსის” ფეხბურთელი გახდება.
საფეხბურთო ტელეარხი “ფუტბოლ 1”-ის მტკიცებით, ის 90 პროცენტით უკვე “რეიმსის” მოთამაშეა. დღეს ქართველი საყრდენი ნახევარმცველი საფრანგეთში გაფრინდა, სადაც ახალ კლუბთან კონტრაქტს უნდა მოაწეროს ხელი.
ეს იმას ნიშნავს, რომ 29 წლის კანკავა ხვალ “შახტარის” წინააღმდეგ არ ითამაშებს და უახლოეს დღეებში საფრანგეთის ლიგა 1-ში ქართველი ლეგიონერი გამოჩნდება.