იტალიური “მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ კლუბი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ახალ ფეხბურთელებს აღარ შეიძენს.
“მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე არცთუ ურიგო ვარიანტი ჯერ კიდევ გვაქვს, ვფიქრობ, წელს სატრანსფერო ბაზარზე მუშაობა დავასრულეთ. აღარ გვჭირდება ნახევარმცველები, ან სხვა პოზიციის მოთამაშეები, რადგან უკვე საკმარისად გავძლიერდით. არც ის მგონია, რომ პსჟ-მ იბრაჰიმოვიჩს წასვლის ნება დართოს. მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტენ, მზად ვართ ზლატანი გავიფორმოთ” - თქვა გალიანიმ.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში “მილანმა” “შახტარიდან” ლუის ადრიანო, “სევილიადან” კარლოს ბაკა და “რომადან” ანდრეა ბერტოლაჩი და ალესიო რომანიოლი შეიძინა.