ფეხბურთი

13:36 | 13.08.2015 | ნანახია 1647 - ჯერ

ჩიჩარიტო "მანჩესტერში" რჩება

როგორც Sky Sports იუწყება მექსიკელი ფორვარდი ჩიჩარიტო "მანჩესტერ იუნაიტედს" არ დატოვებს. აღნიშნული წყაროს ცნობით ინგლისურ კლუბს ფეხბურთელის გაყიდვა ან განათხოვრებით გაშვება არ სურს.

ფორვარდმა გასული სეზონი განათხოვრების წესით მადრიდის "რეალში" გაატარა, ლა ლიგის 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლი გაიტანა.

2010 წელს სერ ალექს ფერგიუსონის ინიციატივით "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშე გახდა, თუმცა პოტენციალი სრულად ვერ გამოავლინა.

თეგებიჩიჩარიტო

კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:34 | 13.08.2015
S.A.F. (2852)

ვაი

18:15 | 13.08.2015
cvitni (519)

თავდამსხმელი გვინდა ლუის....

14:33 | 13.08.2015
M.U2015 (19400)

თავდასხმელი გვინდა) კარგია) მეც გამიხარდა იმედია შანსი მიეცემა.

14:23 | 13.08.2015
RMA FANS (3925)

ვიცოდი მანჩე ამას რო აღარ გაუშვებდა

13:53 | 13.08.2015
WPWW (533)

მინდოდა რომ დაბრუნებულიყო

13:48 | 13.08.2015
ეშლი იანგი (6461)

მაინც მევასები შე ოხერო. აბა შენ იცი გაამართლე მოლოდინი

0.066744