ფეხბურთი

12:07 | 13.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ევგრაფი შევარდნაძეზე" მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

როგორც ლანჩხუთის "გურიას" პრესსამსახური იუწყება, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მზადყოფნაში მოჰყავთ მინდვრის საფარი, ვიპ-ლოჟაში მონტაჟდება სავარძლები. ასევე დასუფთავდა ტრიბუნები და სტადიონის მიმდებარე ტერიტორია.

ლანჩხუთის "გურია" სეზონის პირველ მატჩს 14 აგვისტოს გამართავს, კახი გოგიჩაიშვილის გუნდი უმაღლესი ლიგის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე ბოლნისის "სიონს" ეთამაშება. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

0.159017