ჭიდაობა

23:14 | 12.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ ზოიძე და ზვიად პატარიძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ

დღეს, 12 აგვისტოს ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე დღეს, ქართველი მოჭიდავეები რამაზ ზოიძე (66) და ზვიად პატარიძე (120) ფინალში გავიდნენ, გიორგი მელია (84) კი ბრინჯაოს შეუტევს.

ფინალამდე შთამბეჭდავი გზა გაიარა რამაზ ზოიძემ (66). მან პირველ შეხვედრაში ფინელი მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკებში მატიას ლიპასტი 8-4, შემდეგ ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში თურქი არსლან ჩერგრიზი 11-2, უნგრელი ოტო ლოსონზე 1.24 წუთში 8-0, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელი რუინ მიკაილოვი 3-2 დაამარცხა. ფინალში ის რუს აჰმეტ კაიცუკოვს შეხვდება.

ზვიად პატარიძემ (120) პირველ შეხვედრაში ტურქი ოსმან ილდრიმი 12-4 გაანადგურა, შემდეგ კი ბელარუს პაველ რუდაკოს 8-0 სძლია. საორგანიზაციო პრობლემების გამო, პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაცია და შედეგები შეფერხებით მოგვეწოდება, ამიტომ უცნობია ვის მოუგო შემდეგ ორ შეხვედრაში ქართველმა ფალავანმა. ის კი ვიცით, რომ პატარიძე ფინალში რუსების შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონ სერგეი სემიონოვს შეხვდება.

გიორგი მელიამ (84) ჩინელი იოსე ბუსტოვი 16-0, ხორვატი ივან ხუკლეკი 10-4, უკრაინელი ვლადისლავ მანინი 8-0 დაამარცხა, ნახევარფინალში კი თავად დამარცხდა აზერბაიჯანელ ისლამ აბასოვთან და ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს.

დღესვე ხალიჩაზე ევროპის ჩემპიონი ირაკლი შავაძეც (55) გავიდა. ქართველი მოჭიდავე ვენესუელელი ანტონი ხავიერის ძლევის (8-0) შემდეგ, მერვედფინალში უზბეკ ისლომონ ბახრავმოვთან 1-9 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

ფინალური შეხვედრები თბილისის დროით ღამის 1:00 საათზე დაიწყება. პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაცია სამივე ხალიჩაზე

https://unitedworldwrestling.org/event/junior-world-championships

www.wrestling.ge

0.122703