საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდა ოლიმპიელებს უმასპინძლა, მათ ვინც მონაწილეობა მიიღო თბილისის 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში. კადრები საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ Youtube-ს გვერდზე გავრცელდა.
“სპორტული აღფრთოვანება მთელ საზოგადოებაზე აისახება.
საქართველო დავსვით მსოფლიო რუკაზე არამარტო სპორტის თვალსაზრისით, არამედ ორგანიზაციული კუთხითაც.
ახალგაზრდა სპორტსმენებს მადლობა მონიჭებული სიხარულისთვის, რომელიც მომიტანეთ როგორც მე, ასევე ყველას, ვინც თქვენი წარმატების მოლოდინში იყო.
გისურვებთ წარმატებას, დიდი მადლობა ყველას. თქვენი შრომა მისაბაძი იქნება სპორტით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი ლერი ხაბელოვი.
პრეზიდენტმა საჩუქრები მიიღო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებისგან, საქართველოს პრეზიდენტმა კი ახალგაზრდა ოლიმპიელები დაასაჩუქრა.
შეგახსენებთ თბილისში გამართულ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში საქართველომ 4 ოქროსა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.