საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მძიმე ფორვარდი თორნიკე შენგელია ფეხის ტრავმის გამო კალათბურთში თბილისის მერიის თასის ოთხთა ტურნირს გამოტოვბს, რომელსაც 14-16 აგვისტოს თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
ამის შესახებ worldsport.ge-ს ნაკრების ექიმმა თეიმურაზ ხვედელიძემ განუცხადა.
"შენგელიამ ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მარცხენა ფეხის ოთხთავა კუნთის ტრავმა მიიღო, ამის გამო ვერ ვარჯიშობს და ბუნებრივია ვერც თბილისის ოთხთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. შენგელია სამი დღის შემდეგ დაიწყებს მსუბუქად ვარჯიშს და სიტუაციიდან გამომდინარე თანდათან დაიტვირთება", - გვითხრა ხვედელიძემ.
ამის შემდეგ თვითონ თორნიკესაც გავესაუბრეთ, რომელსაც კლუბის შესახებ ვკითხეთ, სადაც თამაშობს, ეს კლუბი კი ესპანეთის პრიმერადივიზიონის მონაწილე "ლაბორალ კუჩაა". როგორც ქართველ გულშემატკივრებს მოეხსენებათ, ამ კლუბთან თორნიკეს ორ წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, საიდანაც ერთი წელია კიდევ დარჩენილი.
-კლუბთან დაკავშირებით სიახლე ხომ არაფერია?
-პირადად ჩემთვის არაფერი. გუნდში კი მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილება. "ლაბორალ კუჩას" ახალი მწვრთნელი ვლდიმერ ბერასოვიჩი უხელმძღვანელებს.







