ფეხბურთი

19:35 | 12.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დნიპრო” კალინიჩს იტალიაში ასხვისებს

ხორვატიის ნაკრებისა და უკრაინული “დნიპროს” თავდამსხმელი ნიკოლა კალინიჩი კარიერას ფლორენციის “ფიორენტინაში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია უახლოეს დღეებში ოფიციალურ სახეს მიიღებს.

“კალინიჩი გუნდთან ერთად არ იქნება ოდესაში, სადაც ჩემპიონატის მე-5 ტურში “შახტარს” ვეთამაშებით. იგი იტალიაში გაფრინდა, “ფიორენტინასთან” კონტრაქტის გასაფორმებლად”, - წერს “დნიპროს” ვებგვერდი.

ნიკოლა კალინიჩის სატრანსფერო თანხად 5-6 მილიონი ევრო სახელდება.

27 წლის ხორვატმა გასულ სეზონში ევროპის ლიგაზე 5 გოლი გაიტანა, მათ შორის ფინალშიც. ხოლო მიმდინარე სეზონში უკრაინის ჩემპიონატში ჩატარებულ 4 შეხვედრაში თავი სამჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113584