მადრიდის “რეალის” ახალი კაპიტანი სერხიო რამოსი “სამეფო კლუბთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ გამოცემა “მარკა” იუწყება. პირენელი ჟურნალისტების ნარკვევით, ანდალუსიელი მცველი “სანტიაგო ბერნაბეუზე” 2020 წლის ზაფხულამდე დარჩება და სეზონში ანაზღაურების სახით 9 მილიონ ევროს მიიღებს. ინფორმაცია უახლოეს ხანებში გაოფიციალურდება. ძველი ხელშეკრულება რამოსს “რეალთან” 2017 წელს ეწურებოდა.
სერხიო რამოსი მადრიდულ გრანდში 2005 წელს “სევილიადან” გადავიდა და მას შემდგომ გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია.