ფეხბურთი

18:08 | 12.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბალძარეტიმ კარიერა ნაადრევად დაასრულა

იტალიის ნაკრებისა და “რომას” აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა ფედერიკო ბალძარეტიმ აქტიური საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ 33 წლის განაპირა მცველმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ეს რთულად მისაღები გადაწყვეტილება იყო – თქვა ბალძარეტიმ, - მაგრამ ისე, თამაში აღარ შემიძლია, როგორც მომწონს – 100%-ით. სამწუხაროდ ტრავმამ კარიერა დამასრულებინა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას და თქვენ მუდამ ჩემს გულში დარჩებით. 33 წლის ვარ და ფეხბურთში დარჩენა მინდა. მომავალში საფეხბურთო მოღვაწეობას კლუბის ხელმძღვანელობაში გავაგრძელებ”, - თქვა ბალძარეტიმ.

ფედერიკო ბალძარეტიმ ფეხბურთის თამაში “ტორინოში” დაიწყო, ხოლო ამ გუნდის გარდა, “ვარეზეს”, “სიენას” “იუვენტუსის”, “ფიორენტინასა” და “პალერმოს” ღირსებაც დაუცავს. მისი ბოლო გუნდი კი “რომა” აღმოჩნდა, რომლის რიგებშიც 2012 წლიდან ირიცხებოდა.

იტალიის ნაკრებში კი ფედრიკოს 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი აქვს მოგებული. ჯამში მან “სკუადრა აძურას” მაისური 16 მატჩში მოირგო.

0.112555