ფეხბურთი

17:07 | 12.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნესტა, კანავარო, რომანიოლი და სხვები...

სამშაბათს იტალიურმა “მილანმა” “რომას” 20 წლის მცველი ალესიო რომანიოლი 25 მილიონ ევროდ შეიძინა. ნიჭიერი ფეხბურთელი კი ამ მაჩვენებლით იტალიის სერია A-ს ისტორიაში ყველაზე სარფიანად გასხვისებულ (შეძენილ) მცველთა შორის მესამე ადგილზე დამკვიდრდა. რომანიოლიზე დიდ თანხად აპენინურ ფეხბურთში მხოლოდ ფრანგი ლილიან ტურამი და იტალიელი ალესანდრო ნესტა გაყიდულან.

გთავაზობთ სერია A-ს 10 ყველაზე ძვირადღირებულ მცველთა ჩამონათვალს.

ლილიან ტურამი – “პარმადან” “იუვენტუსში”, 2001 წელი, 41.5 მილიონი ევრო

ალესანდრო ნესტა – “ლაციოდან” “მილანში”, 2002 წელი, 30.5 მილიონი

ალესიო რომანიოლი – “რომადან” “მილანში”, 2015 წელი, 25 მილიონი

ფაბიო კანავარო – “პარმადან” “ინტერში”, 2002 წელი, 23 მილიონი

ფრანჩესკო კოკო – “მილანიდან” “ინტერში”, 2002 წელი, 22.5 მილიონი

მატეო დარმიანი – “ტორინოდან” “მანჩესტერში”, 2015 წელი, 20 მილიონი

ანდრეა რანოკია – “ჯენოადან” “ინტერში”, 2011 წელი, 18.5 მილიონი

ჯონათან ძებინა – “კალიარიდან” “რომაში”, 2000 წელი, 18.4 მილიონი

კრისტიან კივუ – “აიაქსიდან” “რომაში”, 2003 წელი და ვალტერ სამუელი “რეალიდან” “ინტერში”, 2005 წელი, 18 მილიონი

ვალტერ სამუელი – “ბოკა ხუნიორსიდან” “რომაში”, 2000 წელი, 17.5 მილიონი

თეგებისერია A
0.11656