ფეხბურთი

16:19 | 12.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მაგიური და რეკორდული საღამო თბილისში

უეფას 2015 წლის სუპერთასი, რომელსაც ჩვენმა დედაქალაქმა თბილისმა უმასპინძლა, ევროპული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში საინტერესო რეკორდებით შევიდა.

ლიონელ მესის შესრულებული დუბლის შემდგომ უეფას ტურნირებზე 80 გატანილი გოლი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს გაუტოლდა.

გარდა ამისა, არგენტინელი სუპერთასზე გატანილი 3 გოლით არი ჰაანს, ფრანსუა ვან დერ ელსტს, გერდ მიულერს, ოლეგ ბლოხინს, რადამელ ფალკაოს, რობ რენსერბრიკს და ტერი მაკდერმორტს გაუთანაბრდა.

ევერ ბანეგას მე-3 წუთზე გატანილი გოლი უეფას სუპერთასების ისტორიაში უსწრაფესი გოლია.

დანი ალვეშმა უფეას სუპერთასზე მეხუთედ ითამაშა და ამ მაჩვენებლით იტალიელ პაოლო მალდინის გაუტოლდა. (მალდინის ხუთივე მატჩი მოგებული აქვს, ალვეშს – ოთხი).

ანდრეს ინიესტამ “ბარსელონაში” 28-ე ტიტული მოიგო და ყოფილ თანაკლუბელ ჩავი ერნანდესს გადაასწრო.

ლუის ენრიკე პეპ გვარდიოლას, კარლო ანჩელოტისა და დიეგო სიმეონეს შემდგომ მეოთხე ადამიანია, ვინაც უეფას სუპერთასი ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგში მოიგო.

“ბარსელონამ” უეფას სუპერთასი მეხუთედ მოიგო და იტალიური “მილანის” მაჩვენებლი გაიმეორა.

სუპერთასზე კი ჯამში მეცხრედ იასპარეზა, რაც საუკეთესო შედეგია.

“სევილია” გახდა დამარცხებული გუნდი, რომელმაც ყველაზე მეტი გოლი გაიტანა (ოთხი).

“სევილია” პირველი გუნდი შეიქნა, რომელმაც სუპერთასზე სამბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა.

9 გატანილი გოლი კი ამ გათამაშების რეკორდია.

ევროპის სუპერთაზე ესპანური დერბი მესამედ გაიმართა (სამივე ჯერზე “სევილია” თამაშობდა). დანარჩენი ქვეყნებიდან ამ მხრივ მხოლოდ იტალია იწონებს თავს.

ეს იყო საქართველოში გამართული პირველი უეფას ტურნირის ფინალური მატჩი.

თბილისში, “დინამო არენაზე” მატჩს 51.490 მაყურებელი დაესწრო. უეფას სუპერთასების ისტორიაში მას შემდგომ, რაც ერთ მატჩში თამაშდება სუპერთასი საუკეთესო დასწრებაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11316