ფეხბურთი

15:17 | 12.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახა კალაძე: “სახელმწიფო ქართულ ფეხბურთს ფინანსურად დაეხმარება”
პრეზიდენტობა მერაბ ჟორდანიასაც მოუნდა

მოახლოებულ სფფ-ს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრემიერმა კახა კალაძემ და სფფ-ს პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა ისაუბრეს.

“გულშემატკივრების ოცნებაა მივხედოთ ქართულ ფეხბურთს, საქართველოს ჩემპიონატს. სახელმწიფო ეცდება მიიღოს მონაწილეობა მდგომარეობის გამოსწორებაში. ვგულისმხობ ფინანსურ დახმარებას.

სფფ-ს ახალ პრეზიდენტთან დაკავშირებით ჩემს მოსაზრებას უახლოეს მომავალში გეტყვით” – განაცხადა კახა კალაძემ.

სფფ-ს პრეზიდენტობის მსურველმა ლევან კობიაშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“ლევან კობიაშვილს არ სჭირდება დახმარება, დახმარება სჭირდება ქართულ ფეხბურთს.

იცით რომ გერმანიაში ვმუშაობდი, შემდეგ კი საქართველოში დავბრუნდი. გადავწყვიტე ქართულ ფეხბურთში აქტიურად ჩავერთო. რასაკვირველია ჩემი მხრიდან ესეც გარკვეული დახმარებაა” – აღნიშნა კობიაშვილმა.

ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სფფ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მერაბ ჟორდანია მიიღებს, რომელიც 1998-2005 წლებში იკავებდა სფფ-ს პრეზიდენტის პოსტს.

0.120658