კალათბურთი

14:25 | 12.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მაკედონიელთა მე-3 გამარჯვება

მაკედონიის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა, მოსამზადებელ ციკლში ზედიზედ მე-3 მატჩი მოიგო.

შეგახსენებთ, რომ მარიან სრბინოვსკის შეგირდებმა ოჰრიდის ტურნირზე ისრაელს (75:58) და უკრაინას (81:51) სძლიეს, გუშინ კი, სკოპიეში იგივე ისრაელი 69:64 დაამარცხეს.

გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო სამარძისკი გახლდათ, რომელმაც 13 ქულა ჩააგდო, სტოიანოვსკის ანგარიშზე 12 ქულა იყო, გუროვსკიმ კი 10 ქულა მიითვალა. ისრაელის ნაკრებში 18-18 ქულით მეკელი და კასპი გამოირჩნენ.

მაკედონიის ნაკრები მორიგ სპარინგ-მატჩს 14 აგვისტოს, გევგელიაში, ვენესუელის წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.120845