ბერძნულ კავალაში დასრულებული საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის ერთადერთმა ქართველმა მონაწილე ინგა ჭარხალაშვილმა (2334) 5.0 ქულით 33-ე ადგილი დაიკავა.
ტურნირის ბოლო ტურში ჭარხალაშვილი თეთრი ფიგურებით ბულგარელ მარტინ პეტროვს (2260) დაუზავდა და ქალთა შორის მხოლოდ პოლონელ იოლანტა ზავადსკას (2418) ჩამორჩა.
ჩემპიონის ტიტული ჰოლანდიელ სერგეი ტივიაკოვს (2611) ერგო, რომელმაც 9 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა. მეორე ებრაელი ევგენი პოსტნი (2648) იყო, რომელსაც პირველი განთესვა ჰქონდა, მესამეზე კი რუსი ალექსანდრ ხარიტონოვი (2560) გავიდა.