დღეს, 12 აგვისტოს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ბელორუსიის ქალაქ გომელში მიემგზავრება, სადაც 13-16 აგვისტოს საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან გრიგოლიამ ტურნირისათვის 14 ფეხბურთელი შეარჩია:
მეკარეები: ა.ჯამბურია, თ.ბუკია და ნ.ფხაკაძე
მოედნის მოთამაშეები: დ.ბობოხიძე, მ.კაკაბაძე, ლ.კობაიძე, შ.ჭანუყვაძე, შ.თოფურია, ვ.ჯვარაშვილი, ლ.სიგუნავა, ნ.ქურდაძე, ზ.ლუკავა, ა.სებისკვერაძე და ი.თოდუა.
მატჩები 13, 14 და 16 აგვისტოს გაიმართება.
საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ტელევიზია FUTSAL TV ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.