ჭიდაობა

2:43 | 12.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

წურწუმია, ბოლქვაძე და კახელაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ

ბრაზილიის ქალაქ სალვადორში დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის, 4 წონითი კატეგორიიდან სამში ქართველები ოქროს მედლებისათვის იბრძოლებენ.

ნუგზარ წურწუმიამ (50) უნგრელი იოსეფ ანდრასი 10-0, აზერბაიჯანელი ნოლალ ბაბაიევი 5-2, ნახევარფინალში კი უზბეკი იავოხირ მირახმედოვი 6-4 დაამარცხა და ფინალში ირანელ რეზა ხედრის შეხვდება.

გელა ბოლქვაძემ (74) უნგრელი ზოლტან ლევაი 2-2, ირანელი მაჰდი ედრაჰიმი 4-4, აზერბაინელლი შამისტან გულუზადე 3-2, ნახევარფინალში კი იაპონელ შოეი იაბიკუ 10-0 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც თურქ აკბუდაკ ბურჰანს დაეჭიდება.

ნიკოლოზ კახელაშვილმა (96) სამი მეტოქე ჩამოიცილა. ბელარუს დმიტრი კამინსკის 6-0, ჰონდასელ კევინ კასტილოს 2-1, ნახევარფინალში კი უნგრელ სზოლტ ტოროკს 2-1 მოუგო, ფინალში კი აზერბაიჯანელ სოსლან ფანზიევს შეხვდება.

ლევან ქავჟარაძესაც (60) შეეძლო მედლისთვის ბრძოლა. მან ირანელი სადატი ფარდი 6-1, თურქი უჩარ აჰმეტი 9-1 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ კარიმ ჯალაზოვთან 7-8 დამარცხდა და სანუგეშოში გადაერთო, სადაც სომეხ ტარონ დუმონიანთან 3-17 დამარცხდა და ასპარეზობას გაემოთიშა.

ფინალური შეხვედრები თბილისის დროით ღამის 3:00 საათზე დაიწყება.

პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაცია სამივე ხალიჩაზე https://unitedworldwrestling.org/event/junior-world-championships

www.wrestling.ge

0.113856