ევროპის სუპერთასის მატჩის დასაწყისშივე მასკერანომ რეიესი წააქცია და საჯარიმოს მისადგომებთან სახიფათო დარტყმა დაინიშნა. ევერ ბანეგამ კი ლამაზი დარტყმით ტერ შტეგენს შანსი არ დაუტოვა.
"სევილიას" გატანილი გოლიდან ოთხ წუთში “ბარსელონას” ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ ასევე საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 1:1. არგენტინელმა ფეხბურთელმა მე-16 წუთზე კვლავ საჯარიმო დარტყმით კატალონიელები დააწინაურა - 2:1.
44-ე წუთზე რაფინიამ ლუის სუარესის გადაცემის შედეგად, “ბარსელონას” უპირატესობა გაზარდა და პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა.
ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, დანი ალვეში, მასკერანო, მატიე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა, რაფინია, სუარესი, მესი.
სევილია: ბეტო, ტრემულინასი, რამი, კოკე, კრიხოვიაკი, კრონ-დელი, იბორა, რეიესი, ბანეგა, ვიტოლო, გამეირო.