ფეხბურთი

22:01 | 11.08.2015 | ნანახია 0 - ჯერ

“ჩელსის” საჩივარი არ დაკმაყოფილდა

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ძალაში დატოვა ლონდონის “ჩელსის” ბელგიელი მეკარის, ტიბო კურტუას წითელი ბარათი, რომელიც მან “სუონსისთან” მატჩში მიიღო.

23 წლის ბელგიელი მოედნიდან 52-ე წუთზე, უკანასკნელი იმედის ჯარიმისთვის გააძევეს, როდესაც საჯარიმოში ბეფეტიმბი გომისი წააქცია. გატანილი თერთმეტმეტრიანის შედეგად ანგარიში 2:2 გახდა, მას შემდეგ ის აღარ შეცვლილა და “გედებმა” ინგლისის ჩემპიონთან სტუმრად ქულა მოიპოვეს.

“ჩელსიში” თვლიდნენ, რომ წითელი ბარათი ძალიან მკაცრი სასჯელი იყო და ამის გამო მსაჯის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. მაგრამ საფეხბურთო ასოციაციამ “არისტოკრატების” სარჩელი არ გაითვალისწინა და ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ძალაში რჩება. ამრიგად, კურტუა პრემიერლიგის მეორე ტურში “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.058934