ფეხბურთი

21:31 | 11.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” და “სევილია” “დინამო არენაზე” მოვიდნენ

უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კატალონიის “ბარსელონა” და ევროპა ლიგის ტრიუმფატორი “სევილია” “დინამო არენაზე” შემოვიდნენ.

გუნდების ფეხბურთელები გასახდელში წავიდნენ. “ბლაუგრანას” თავკაცმა ლუის ენრიკემ და ანდალუსიელთა დამრიგებელმა უნაი ემერიმ სამწვრთნელო შტაბთან ერთად სტადიონის საფარი შეამოწმეს.

ევროპის სუპერთასის მატჩი “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის დღეს 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს “დინამო არენადან” საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

0.126981