ფეხბურთი

21:15 | 11.08.2015 | ნანახია 3887 - ჯერ

ზიდანმა “მარსელის” გაწვრთნა იუარა

მადრიდის “რეალის” დუბლშემადგენლობის, “კასტილიას” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა “მარსელის” თავკაცობა იუარა, ირწმუნება L'Equipe.

საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველი ტურის შემდეგ, გუნდის მთავარი მწვრთნელი მარსელო ბიელსა დაკავებული თანამდებობიდან მოულოდნელად გადადგა და ვაკანტურ პოსტზე 43 წლის ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა უპირველეს კანდიდატად ითვლებოდა.

სხვა კანდიდატებს შორის სახელდებიან ამ ზაფხულს დორტმუნდის “ბორუსიადან” წასული იურგენ კლოპი და არაბული “ალ-ჯაზირას” თავკაცი ერიკ გერეტსი, რომელიც “მარსელში” 2007-2009 წლებში მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ ზიდანი მარსელშია დაბადებული, მაგრამ ამ ქალაქის კლუბში არასდროს უთამაშია და ამ ფაქტს ის ყოველთვის გულისტკივილით იხსენებს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:28 | 10.08.2013
Adnan Januzaj (117)

არადა ლევანდოვსკის სკამიდან არ აყეებდა ერთდროს,მერე რა დაემართა

21:27 | 10.08.2013
gogga78 (901)

რაუნდოდა ამას ჩინეთში?

17:46 | 10.08.2013
სავაშა__ (6590)

კალათბურთი არა ხელბურთი : დდ

16:57 | 10.08.2013
jikha (947)

ეს სტატია აქ უნდა იდოს?

0.065745
3887