ფეხბურთი

18:15 | 11.08.2015 | ნანახია 1315 - ჯერ

რაიოლა: "ზლატანი "გალათასარაის" სამიზნეა"

საფრანგეთის ჩემპიონ "პარი სენ ჟერმენის" შვედი ლიდერის ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეძენა სტამბოლის "გალათასარაის" სურს. აღნიშნული ინფორმაცია 33 წლის სკანდინავიელის აგენტმა მინო რაიოლამ დაადასტურა.

"დიახ, "გალათასარაის" იგი აინტერესებს. არაოფიციალური შეთავაზება მივიღე, მათ პსჟ-ს მიმართეს", - ამბობს რაიოლა.

ზლატანს პარიზულ გუნდთან მოქმედი კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ ეწურება. გუნდის შესაძლო გამოცვლის თაობაზე იბრაჰიმოვიჩის შესახებ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ცნობა ხშირად ვრცელდება.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:30 | 11.08.2015
drogba_<3 inter (23926)

რამსიგრძე კისერი აქ

20:59 | 11.08.2015
nika-guria (21)

უეჭველი წავა ერტი ეგ ჩემპიონატი დარჩა უთამაშებელი ყველა რეკორდს მიხსნის ღოღიალიტ

20:46 | 11.08.2015
gerard888 (1536)

წადი რა იბრა მილანში.

20:23 | 11.08.2015
maestro10 (13745)

არ წახვიდე ოსმალეთში

19:50 | 11.08.2015
king_henry (90)

დარჩI ერთი წელიც იბრა...

0.119063