ცნობილმა გერმანელმა სპეციალისტმა იურგენ კლოპმა ფრანგული "მარსელის" გაწვრთნა იუარა. ამის შესახებ ავტორიტეტული გერმანული გამოცემა "ბილდი" წერს.
"მარსელს" მის მიმართ დიდი ინტერესი ჰქონდა, მაგრამ იურგენი ჯერჯერობით სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნებას არ გეგმავს", - განუცხადა "ბილდს" კლოპის აგენტმა მარკ კოსიცკემ.
"ოლიმპიკი" უმწვრთნელოდ მას შემდეგ დარჩა, რაც ლიგა 1-ის პირველ ტურში "ველოდრომზე" "კაენთან" დამარცხდა (0:1). არგენტინელმა მარსელო ბიელსამ პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა. თავის მხრივ, კლოპი უმუშევარი გასული სეზონის დასრულების შემდეგაა, როცა "დორტმუნდიდან" თავისივე ნებით წავიდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კლოპი ბაიერნს ელოდება.
გვარდის მაგივრად ბაიერნში ძან მაგარი იქნება.
კლოპუნიას გერმანიიდან არავინ გამოუშვებს, სავარაუდოდ მალევე მოუწევს გუარდიოლას წასვლა და
წამო იუნაიტედში ვან გაალის შემცვლელად