ფეხბურთი

15:28 | 11.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია რანოკიათი დაინტერესდა

როგორც Tuttosport იუწყება, “რომა” ანდრეა რანოკიათი დაინტერესდა. “რომას” მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიას დაცვის გაძლიერება სურს, რანოკიას კი ყველაზე რეალურ ვარიანტად განიხილავს.

2010 წლიდან რანოკია იტალიის ეროვნული ნაკრების წევრია, 2011 წელს კი ”ჯენოადან” მილანურ კლუბში გადავიდა. ანდრეას “ინტერის” მაისურით 100-ზე მეტ მატჩში უთამაშია.

ფეხბურთელმა “ინტერთან” ერთად მხოლოდ ერთი ტიტული – იტალიის თასის 2010-11 წლების გათამაშება მოიგო. იმავე სეზონში მოხვდა სერია A-ს სეზონის სიმბოლურ ნაკრებში.

0.112511