14-21 აგვისტოს ქალაქი ბათუმი საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალ “შავი ზღვის დელფინი-2015”-ს უმასპინძლებს. ასპარეზობა 8, 10, 12 და 14 წლამდე გოგონებსა და ჭაბუკებს შორის ჩატარდება.
ტურნირში წარმატებით გამოსული მოჭადრაკეები შესაბამისი ხარისხის მედლებთან და დიპლომებთან ერთად შესაბამისი ხარისხის ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
მოჭადრაკეთა პარალელურად ჩატარდება მწვრთნელთა კონკურსი, რომელშიც ისინი მიიღებენ მონაწილეობას რომლებსაც ტურნირში მინიმუმ 5 წარმომადგენელი ეყოლებათ. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი ფესტივალის მე-5 ტურის დაწყებამდე უნდა წარადგინონ. ყველა ასაკობრივ კატეგორიაში თითოეული მწვრთნელის მიერ წარდგენილ მოჭადრაკეებს ქულები პირველ – მეხუთე ადგილების დაკავების შემთხვევაში შემდეგი თანმიმდევრობით დაეწერებათ: 1-ლი ადგილი 5 ქულა, მე-2 -4, მე-3 -3, მე-4 – 2, მე-5 -1. დაგროვილი ქულათა რაოდენობის მიხედვით გამარჯვებული სამი მწვრთნელი შემდეგი პრიზით დაჯილდოვდება: 1- იტალიური წარმოების სადემონსტრაციო დაფა თავისივე მაგნიტური ფიგურებით, 2-სერბული წარმოების ჭადრაკი – დაფით, ჩანთით, 3 – თურქული წარმოების ჭადრაკი – დაფით, ჩანთით.