ჭადრაკი

14:30 | 11.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

უბილავა ქართველ კოლეგებს ლექციას ჩაუტარებს

ესპანეთში მცხოვრები მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საჭადრაკო მწვრთნელი, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა თავკაცი, საერთაშორისო დიდოსტატი ელიზბარ უბილავა მიმდინარე წლის 23 აგვისტოს 12:00 საათიდან თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ქართველ კოლეგებს ლექციას ჩაუტარებს.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტთან” საუბარში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა სოფო ნიკოლაძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ელიზბარ უბილავას ხელმძღვანელობით საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა 2015 წლის მსოფლიო გუნდურ ჩემპიონატზე ყველას აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა.

0.113606