ჭიდაობა

13:24 | 11.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

დღეს, მსოფლიო ჩემპიონატში 4 ქართველი მოჭიდავე ჩაერთვება

11-16 აგვისტოს ბრაზილიის ქალაქი სალვადორ და ბაია ჭიდაობაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატს მასპინძლობს. 11-12 აგვისტოს ხალიჩაზე ბერნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გავლევნ, 15-16-ში კი – “თავისუფლები”.

დღეს, საქმეში 50-60-74-96 წონის ფალავნები ჩაერთვებიან. საქართველოს სახელს დაიცავენ: ნუგზარ წურწუმია (50), ლევან ქავჟარაძე (60), გელა ბოლქვაძე (74) და ნიკოლოზ კახელაშვილი (96).

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ ინტერნეტ ტრანსლაციას შეგიძლიათ თვალი ამ ლინკზე ადევნოთ: https://unitedworldwrestling.org/event/world-championships-1

0.121553