როგორც L’Equipe იუწყება, მოსკოვის “დინამოს” მოთამაშე მათიუ ვალბუენა “ლიონის” ფეხბურთელი გახდება. სატრანსფერო თანხა 5-7 მილიონ ევროს შორის მერყეობს.
30 წლის ვალბუენამ კარიერის დიდი ნაწილი “მარსელში” გაატარა. 2010 წელს “მარსელში” თამაშისას მიიწვიეს ეროვნულ ნაკრებში, რომლის შემადგენლობაში რეგულარულად თამაშობს.
ფეხბურთელმა 2014 წელს მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთის პრემიერლიგაში გააგრძელა კარიერა.
2013 წლის 22 მარტს საფრანგეთმა “სტად დე ფრანსზე” საქართველოს ნაკრებს 3:1 მოუგო. დეშამის გუნდიდან მეორე გოლი ვალბუენამ გაიტანა.