ფეხბურთი

20:02 | 10.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

რეიესი: “აუტსაიდერები არ ვართ”
კოკე: “იმედია, დამსახურებულად გავიმარჯვებთ”

“სევილიას” ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელმა რეიესმა განაცხადა, რომ სუპერთასის მატჩზე “ბარსელონასთან” მისი გუნდი აუტსაიდერი არაა. სევილიელთა კაპიტან კოკეს ეიმედება, რომ დამსახურებულად გაიმარჯვებენ.

-კოლეგის ტრავმის გამო იმ პოზიციაზე ითამაშებთ, სადაც ადრე არ გითამაშიათ. ამის გამო რას გრძნობთ?

კოკე: “როდესაც ასეთი სიტუაცია იქმნება და მწვრთნელი გადაწყვეტს, რომ ამ პოზიციაზე გათამაშოს, მაშინ უნდა შეასრულო”.

-შარშან სუპერთასზე მადრიდის “რეალთან” ითამაშეთ და წააგეთ. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს მარცხი გამოასწოროთ? ევროპა ლიგა ორჯერ მოიგეთ და ამჯერად, მესამედ შანსი აღარ გექნებათ, რადგან ჩემპიონთა ლიგაში უნდა ითამაშოთ. ხომ არ გსურთ, რომ ჩემპიონთა ლიგაში ცუდად ითამაშოთ, რომ ევროპა ლიგა ზედიზედ მესამედ მოიგოთ?

რეიესი: “შარშან, სუპერთასის მოგების შანსი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. წელს ახალი შანსი გვაქვს და შევეცდებით წარმატებას მივაღწიოთ. არ ვფიქრობ, რომ აუტსაიდერები ვართ. მოსაგებად და კარგად სათამაშოდ ჩამოვედით. მთავარია, რომ საუკეთესო ტურნირებში ვითამაშოთ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა ასეთია”.

კოკე: “შარშან, “რეალთან” წავაგეთ და ჩვენ ეს დავიმსახურეთ. იმედია, ასევე დამსახურებულად გავიმარჯვებთ. აუცილებელია, მეტოქეს პატივი ვცეთ. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ მიზანს მივაღწიოთ და ჩემპიონთა ლიგაში ვითამაშოთ. ამას ევროპა ლიგაში გამარჯვებით მივაღწიეთ”.

-წელს ევროპის სუპერთასის მოგების შანსი გაქვთ. ამ ტურნირს როგორ უყურებთ?

რეიესი: “სუპერთასს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ. ზედიზედ ორჯერ ევროპა ლიგა მოვიგეთ. ჩვენი მიზანია, რომ მოედანზე გავიდეთ და მოვიგოთ. ჩვენი მეტოქე ევროპის საუკეთესო გუნდია, მაგრამ გამარჯვება გვსურს.

-გუნდიდან ალექსის ვიდალი და კარლოს ბაკა წავიდნენ. განახლებულ გუნდთან ერთად როგორ ითამაშებთ?

-გუნდში ცვლილებები ყოველთვის ხდება. ყველას მიზანია, რომ ახალ თანაგუნდელებს შევეჩვიოთ და კარგად ვითამაშოთ. ჩვენი პლუსია, რომ დალაგებული და შეთამაშებული გუნდი ვართ.

-უნაი ემერი ყველაფერს მოგიყვებოდათ 2006 წელს ჩატარებულ სუპერთასის თამაშზე, როდესაც “ბარსელონას” 3:0 აჯობეთ. არის თუ არა თქვენთვის უკეთესი, რომ “ბარსელონას” სეზონის დაწყებამდე ეთამაშოთ?

კოკე: “ამის შესახებ ვისაუბრეთ. ისტორიულ თამაშებზე ყოველთვის ვლაპარაკობთ. “ბარსელონაში” უფრო მეტი ცვლილება მოხდა, ვიდრე ჩვენთან. თუმცა, “ბარსას” ფილოსოფია უცვლელია. შარშან კომპაქტური გუნდია გვყავდა და ყველამ იცოდა მოედანზე რა უნდა გაეკეთებინა”.

-გუნდში რამდენიმე ახალი მოთამაშე მოვიდა. რას ფიქრობთ კონოპლიანკაზე როგორც მოთამაშესა და პიროვნებაზე?

კოკე: “ევროპა ლიგის ფინალში მის წინააღმდეგ ვითამაშეთ და გაგვიჭირდა, რადგან კარგი მოთამაშეა. მე ერთი-ერთზე ვიყვანდი. მას ახალ ქვეყანაში და ჩემპიონატში გამოწვევა აქვს. ადაპტაცია უნდა გაიაროს და დარწმუნებული ვარ ამას მოახერხებს”.

რეიესი: “ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა და ჩვენს გუნდში თამაშს უნდა მიეჩვიოს”.

-ხვალ დიდი თამაშია და შესაძლოა, მესისთან თამაში მოგიწიოთ. ხომ არ ფიქრობთ, რომ გაგიჭირდებათ?

რეიესი: “ვნახოთ, ხვალ ვინ ითამაშებს და ვინ არა. მთავარია, კარგი თამაში ვაჩვენოთ”.

კოკე: “რა თქმა უნდა, მე მაქვს პოზიცია სადაც თამაში მირჩევნია, მაგრამ სადაც მწვრთნელი გადაწყვეტს იქ ვითამაშებ, თუნდაც მეკარის პოზიციაზე”.

-შანსებს როგორ შეაფასებთ?

რეიესი: “მე ვიტყოდი, რომ შანსები 50/50-ზეა. ვიცით, რომ “ბარსელონა” ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ხვალ ყველაფერი თანაბარი ანგარიშიდან იწყება და ჩვენც კარგი გუნდი გვყავს”.

-ფაქტია, რომ ნიემარი ვერ ითამაშებს. ეს თქვენი დაცვისთვის რას ნიშნავს?

კოკე: “რაც შეეხება ნეიმარს, ვფიქრობ, “ბარსელონასთვის” ძალიან დიდი დანაკარგია, მაგრამ მისი პედროთი შეცვლა შეუძლიათ. მართალია, პედრო გასულ სეზონში იმ სიხშირით არ თამაშობდა, როგორც ნეიმარი, მაგრამ მან “ბარსელონაში” და ეროვნულ ნაკრებში დაამტკიცა თუ რამდენად კარგად თამაშობს, არამარტო შეტევაში, არამედ, დაცვაში.

-ქართველების უმრავლესობა “ბარსელონას” გულშემატკივრობს და ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს თქვენთვის გასვლითი მატჩი იქნება და ამის გამო, გაგიჭირდებათ?

კოკე: “ჩვენ ისეთ პოზიციაში ვართ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან თამაში შეგვიძლია. ყველამ ჩვენ უნდა გვიგულშემატკივროს, რადგან კარგად ვთამაშობთ”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113668