ფეხბურთი

18:45 | 10.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

უეფას სუპერთასის მატჩის ნახვა მსურველებს დიდ ეკრანზე შეეძლებათ
11 აგვისტოს თბილისის მეტროპოლიტენი მგზავრებს 03:00 საათის ჩათვლით მოემსახურება

11 აგვისტოს უეფას სუპერთასის მატჩის ნახვა მსურველებს დიდ ეკრანზე შეეძლებათ.

ვაკის პარკში მონიტორის დამონტაჟებას თბილისის მერია უზრუნველყოფს. როგორც თბილისის მერიის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, გულშემატკივრები პირდაპირ ეთერში, დიდ ეკრანზე შეძლებენ მატჩის მსვლელობას თვალი ადევნონ.

ეკრანის დამონტაჟებისთვის შესაბამისი სამუშაოები ვაკის პარკში უკვე მიმდინარეობს.

გარდა ამისა, მერიის პრესსამსახურის ცნობით, უეფას სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით 11 აგვისტოს თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობას გვიან ღამემდე გააგრძელებს.

მეტროპოლიტენი მგზავრებს 03:00 საათის ჩათვლით მოემსახურება.

უეფას სუპერთასის მატჩი „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის 11 აგვისტოს, „დინამო არენაზე“, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112797