ფეხბურთი

17:12 | 10.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მიჩუ “სევილიას” შესთავაზეს

“სუონსის” ესპანელი შემტევი ნახევარმცველი მიგელ მიჩუ შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნდეს.

Estadio Deportivo-ს ცნობით, უელსური კლუბის ხელმძღვანელობამ ის “სევილიას” შესთავაზა, რადგან გუნდის მთავარ მწვრთნელ გარი მონკის მიჩუ აღარ სჭირდება.

თავის მხრივ, ევროპის ლიგის მოქმედი ჩემპიონი შეტევის ხაზის გაძლიერებაზე ფიქრობს, მაგრამ საქმე ასარჩევად აქვს. მიჩუს გარდა “ვალენსია” მას ალვარო ნეგრედოს, ხოლო “ტოტენჰემი” რობერტო სოლდადოს სთავაზობს. მიუხედავად ამისა, “სევილიას” უმთავრესი სამიზნე ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდი ფერნანდო ლორენტეა.

“სუონსის” მიჩუ არც გასულ სეზონში სჭირდებოდა და მაშინ იტალიურ “ნაპოლიში” გაანათხოვრა, მაგრამ 29 წლის ფეხბურთელმა სერია A-ს მხოლოდ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.103813