სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:42 | 10.08.2015 | ნანახია 5508 - ჯერ

გიორგი ქინქლაძე: “მესიმ თამასა ძალიან მაღლა ასწია”

უეფას სუპერთასის ელჩმა გიორგი ქინქლაძემ უეფას ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მესი რასაც საკლუბო დონეზე აკეთებს წარმოუდგენელია.

-სუპერთასის მატჩი თბილისში პირველად ტარდება. ქართული ფეხბურთისთვის ეს რას ნიშნავს?

-ეს ქვეყნის პრესტიჟს ამაღლებს. მსურს დიდი მადლობა ვუთხრა უეფას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ქვეყნის მთავრობას, რომ ჩვენს დედაქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი მატჩი ჩატარდება. ეს ჩვენს სახელმწიფოს გამოადგება.

-თბილისში ფეხბურთი რამდენად ძლიერად უყვართ?

-თბილისი ფეხბურთის დიდი კერაა და აქ განსაკუთრებული გულშემატკივრები არიან. მათ სასტარტო სასტვენიდან 10-15 წუთში შეუძლიათ თქვან, რომელი ფეხბურთელი რა დონეზე ითამაშებს. ისინი თამაშს ძალიან კარგად გრძნობენ. თუმცა, ჩემი თაობის გულშემატკივრები მაღალი დონის ფეხბურთს მხოლოდ ნაკრებების დონეზე უყურებენ. ისინი ნაკლებად განიცდიან იმ გრძნობას, რომელიც ჩვენ კვირაში ერთხელ გვქონდა, როდესაც ინგლისში, ჰოლანდიასა და გერმანიაში ვთამაშობდით. ადრე თბილისში ყოველ მატჩზე 70000 გულშემატკივარი იკრიბებოდა. ყველა როგორც ერთი ქომაგობდა თავის გუნდს. ჩვენ ყოველთვის ემოციური გულშემატკივრები გვყავდა. მათთვის ფეხბურთი ყოველთვის იყო და დარჩება ნომერ პირველ სპორტად.

-ქართველი ფეხბურთელებიდან ბავშობაში თქვენი კერპი ვინ იყო?

-თბილისის “დინამოს” თითქმის ყველა მოთამაშე ჩვენი კერპი იყო, მაგრამ თუ რომელიმეს გამოვარჩევდი, მაშინ ყველაზე მეტად მსურდა დავით ყიფიანს დავმსგავსებოდი. მოგვიანებით, როდესაც ფეხბურთელი გავხდი, ყიფიანთან ეროვნულ ნაკრებში ვიმუშავე, რომელსაც ის წვრთნიდა. ასეთ სპეციალისტთან მუშაობა ერთი სიამოვნება იყო. ყიფიანში როგორც მოთამაშეში ძალიან მომწონდა ის, რომ მაისურზე ათიანი ეწერა. მისი ტექნიკა და სტილი არა მხოლოდ მე, არამედ, მთელ ქვეყანას მოსწონდა. ასეთი ოსტატები იშვითად იბადებიან.

-თავის დროზე საუცხოო დრიბლიორი იყავით. როგორ აფასებთ იმას, რასაც მესი ბურთით აკეთებს?

-მე ალექს ფერგიუსონის ინტერვიუ მოვისმინე, რომელმაც ყველა დიდი მოთამაშე ჩამოთვალა და მესი არ დაასახელა და თქვა, რომ ის არცერთ კატეგორიას არ ეკუთვნის, რადგან ცალკე დგას. საკლუბო დონეზე ის წარმოუდგენელ რაღაცეებს აკეთებს. მათ ვისაც მაღალ დონეზე უთამაშიათ, იციან, რომ ასე შეიძლება ერთი ან ორი სეზონი ითამაშო, მაგრამ ამდენი რამდენსაც მესი თამაშობს შეუძლებელია. თავიდანვე მან თამასა ძალიან მაღლა ასწია.

-უეფას სუპერთასის მონაწილეებზე რას იტყვით?

-ასეთი მაღალი დონის კლუბებისთვის მთავარი შედეგია. გასულ სეზონში, “ბარსელონამ” თავი საუკეთესო მხრივ წარმოაჩინა. კატალონიელება ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, რაც მრავლისმეტყველია. ამ გუნდის თამაში ძალიან მსიამოვნებს. “სევილიას” თამაშიც მომწონს. ეს ძალიან სერიოზული გუნდია. “სევილიას” დამსახურებაა, რომელმაც ევროპა ლიგა მეოთხედ მოიგო, უეფას სუპერთასს ზედიზედ მეორე წელია ესპანური გუნდები რომ ათამაშებენ. ძალიან საინტერესო მატჩი გველის.

-თქვენ “დინამო არენაზე” გითამაშიათ. რა მოგონებები გაკავშირებთ?

-ყველაზე მეტად ამ სტადიონზე თამაში მომწონდა. სიტყვებით ვერ აღგიწერთ ეს ჩემთვის რამდენს ნიშნავს,

-ყველაზე მეტად საფეხბურთო კარიერაში რა გახსენდებათ?

- ალბათ, დღე, როდესაც “მრეტებიდან” თბილისის “დინამოში” გადავედი. შემდეგ კი, როცა “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტი გავაფორმე.

-ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს რას ურჩევთ?

-მათ თავისი საქმე უნდა უყვარდეთ, ვარჯიშზე მისულებმა წვრთნისა და თამაშის გარდა სხვა არაფერზე უნდა იფიქრონ. რა თქმა უნდა, პირობებიც შესაბამისი უნდა იყოს. საქართველოში ნიჭიერი ბავშვები იბადებიან, რომელთაც ფეხბურთის თამაში სისხლში აქვთ. მაღალ დონეზე რომ ითამაშონ, მათი ნიჭის განვითარებაა საჭირო.

Loading...

კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:38 | 10.08.2015
messi 4+ (26)

Fergiunsonic xom ar acharbebs?ikneb pexburti ar esmis kargad?

21:27 | 10.08.2015
drogba_<3 inter (23926)

ქინქი აჭარბებ მაგრად

19:10 | 10.08.2015
giomebo (1168)

კატასტროფაა კვირკველიას თამაში, ამას თურმე ნავასი აზღვევდა თორემ ის რომ წავიდა საშინლად თამაშობს. მალე ამოვარდება ძირითადიდან რამე თუ არ იღონა.

19:11 | 10.08.2015
მადრიდისტა (17021)

რას შვება ასეთს?

18:54 | 10.08.2015
melsideg (32)

მაქვს ხვალინდელი მატჩის 2 ცალი 75 ლარიარი ბილეთი, გამომდინარე იქიდან რომ ვერ ვახერხებ სტადიონზე წასვლას ვყიდი. ტელ.551 02 97 61

18:49 | 10.08.2015
ARMANDO (5773)

ეხ გიო შენ გეთამაშა რაც შეგეძლო.....

18:30 | 10.08.2015
chamilo (33470)

BATIGOLI 9. ეჰ ძმაო ჯანაშიაზე რომ დავწერე რაის გერდ მიულერი იყო თქო,აზრზე არ ხარ ფეხბურთისო კი ბატონო არ ვიჩემებ ფეხბურთის ექსპერტობას მაგრამ კაცი მე-20 საუკუნის საუკეთესო ცენტრ ფორვარდად აღიარეს და გოლების გამტანი მანქანის სახელით შევიდა ისტორიაში და თურმე ჯანაშია მისი დონის იყო მაგრამ მერე აურია კარიერაო,ბოლოს ჩვენც დაგვცინებენ ჩვენი მეზობლებივით

18:52 | 10.08.2015
BATIGOLI 9. (4227)

კი მაგათი შედარებაც ძალიან სასაცილოა

18:12 | 10.08.2015
PAULINO (2649)

ქინქლაძეც სექტააა რამდენი ვყოფილვართ

18:29 | 10.08.2015
კაპიტანი ტახმაგიდო (11501)

როგორ შეიძლება სიმართლის ლაპარაკი სექტა იყოს?

18:41 | 10.08.2015
PAULINO (2649)

ალეხანდროსთვის სექტაა მესი რაც არის ეგ ისედაც ვიცი და ძალიან ბევრ ფეხბურთელზე წინ ვაყენებ მერე რა რომ მსოფლიო არ აქვს მოგებული. მსოფლიოს მომგებ ფეხბურთელთა 90 %-ს თუ მეტს არა ახტება

18:23 | 10.08.2015
კაპიტანი ტახმაგიდო (11501)

სექტა კიარა რეალობაა, სექტა ისაა ვინც ამ რეალობას ვერ აღიარებს და ალტერნატიულს აწვება.

18:02 | 10.08.2015
chamilo (33470)

მოდი რა ჩვენს მეზობლებს ნუ დავემსგავსებით რაზეც ეკაიფება ყველა,ქინქლაძე ახლოსაც არ იდგებოდა მესისთან თუ გინდ მთელი მისი ნიჭი გამოეყენებინა,მესი პელე,მარადონას უტრიალებს გვერდით სამულში შედის ეს კაცი და გიოს შეეძლო რომ დიდი ფეხბურთელი გამხდარიყო მაგრამ მისი მესისთან შედარება უადგილოა ან ჯანაშია რაის გერდ მიულერის დონის იყო ვიღაც ლოთი რუსი მწვრთნელის კომენტარს რომ აჰყვა ხალხი,სიმართლეს შევხედოთ თვალები

18:15 | 10.08.2015
BATIGOLI 9. (4227)

გეთანხმები,ვიღაცა რაღაცას დააფერთხებს და ეგრევე იჯერებს ზოგი.
განსაკუთრებით არ მომწონს ის ბაზარი,რომ ყოფილიყო,რომ გამართლებოდა,ნიჭი რომ გამოეყენებინა,ბებიაჩემს რომ სლე ჰქონოდა და ა.შ.
მე რომ ფეხბურთი მეთამაშა,პირობები მქონოდა და გამმართლებოდა ფენომენს ჩავახტებოდი როცა და სადაც გინდათ

17:29 | 10.08.2015
Tornike Jincharadze (9)

საკლუბო დონეზე რო აკეთებს და სანაკრებოზე ვერა საქმეც მაგაშია :დ ნუ მესი მაინც მაგარიაა რა თქმა უნდა მარაა სხვა დონეზე დგას უცხოპლანეტელია და ეგეთი ლაპარაკი ძაან არ მომწონს :დ

17:43 | 10.08.2015
კაპიტანი ტახმაგიდო (11501)

სხვა დონეზე დგას და მოგწონს თუარ მოგწონს ფაქტია

16:52 | 10.08.2015
barcas_come_back (309)

აი შენ კი ნამდვილად გქონდა იმის ნიჭი რომ თუ მესის დონეზე არა მასთან ძალიან ახლოს გეტრიალა.გიო მუდმივად დარჩება გამოუყენებელი შესაძლებლობების მაგალითად (((((((

სტატისტიკა
0.222309