ფეხბურთი

10:22 | 10.08.2015 | ნანახია 3536 - ჯერ

კანკავას ტრანსფერი შეთანხმდა

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და უკრაინული “დნიპროს” ნახევარმცველი ჯაბა კანკავა კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ში გააგრძელებს.

L'Equipe-ს ცნობით, გუშინ სტუმრად “ბორდოსთან” 2:1 მოგებული მატჩის შემდეგ, “რეიმსის” ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 29 წლის ფეხბურთელის ტრანსფერამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩა. ამრიგად, მოსაგვარებელია მცირედი დეტალები, რის შემდეგაც ჯაბა ფრანგული კლუბის მოთამაშე ოფიციალურად გახდება.

თავის მხრივ, უკრაინელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ “დინამოსთან” 1:2 წაგებული შეხვედრა უკანასკნელი იყო კანკავასთვის “დნიპროს” შემადგენლობაში.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:21 | 10.08.2015
CopyLink (152)

მიდი ლიონში გვინდა კანკავა

12:25 | 10.08.2015
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

12:23 | 10.08.2015
goge909 (45)

უკანასკნელი იყოს ჩემი მტრისტვის

10:53 | 10.08.2015
Kalatburtis MUUUUU (5312)

ვნახოთ იქნებ გამოადეგს ეს ტრანსფერი რავიცი

0.063868
3536