კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) ტოკიოში მიმდინარე აღმასკომის სხდომაზე რუსეთს დისკვალიფიკაცია მოუხსნა და როგორც ეროვნულ ნაკრებებს, ასევე ახალგაზრდულ გუნდებს საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის უფლება მისცა.
შესაბამისად, რუსეთის ეროვნული საკალათბურთო გუნდი 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი კი 5 სექტემბერს დაიწყება.
18 ივლისს მოსკოვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით, რუსეთის კალათბურთის ფედერაციას დაეკისრა პრეზიდენტის და აღმასრულებელი კომიტეტის არჩევნების უალოეს პერიოდში ჩატარება. სწორედ ამის გამო რუსეთი საერთაშორისო ორგანიზაციიდან მოიკვეთა.
რუსეთის ნაკრებებს ტურნირებზე მონაწილეობის ნება დართეს, თუმცა სკანდალთან დაკავშირებული პირების სანქცია კვლავ ძალაში დარჩა.