ფეხბურთი

19:21 | 9.08.2015 | ნანახია NaN - ჯერ

სამი კვირა ჯონსის გარეშე

“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველ ფილ ჯონსს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო სამი კვირა გაუცდება.

23 წლის ფეხბურთელმა გუნდთან ერთად წინასასეზონო მზადება სრულად გაიარა და პრემიერლიგის პირველ ტურში მის გამოჩენას ყველა ელოდა, მაგრამ “ტოტენჰემთან” 1:0 მოგებულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარ მწვრთნელ ლუის ვან გაალს კითხეს, თუ რატომ არ ითამაშა ჯონსმა:

“მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოაჩნდა, რომელიც ფიზიკურ დაზიანებასთან კავშირში არაა. ახლა ფილი მკურნალობს და სამი კვირის შემდეგ მწყობრში იქნება” - თქვა ვან გაალმა.

ჯონსის სარეაბილიტაციო პერიოდში “მანჩესტერს” პრემიერლიგის სამი და ჩემპიონთა ლიგის ორი შეხვედრა ელის - “ასტონ ვილასთან” ბირმინგემში, “ნიუკასლთან” “ოლდ ტრაფორდზე” და “სუონსისთან” “ლიბერთი სთედიუმზე”, ასევე ბელგიურ “ბრიუგესთან” შინ და სტუმრად.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:50 | 03.12.2014
braziliano84 (1301)

იმედია დაიტოვებენ და მიეცემა თამაშის შანსი...

18:29 | 02.12.2014
xixata (156)

რამდენმა ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა დაამთავრა საფეხბურთო კარიერა გუნდის ძებნაში,სამწუხაროა.

17:51 | 02.12.2014
Depor (35)

ააშენებს ქვეყანას

15:03 | 02.12.2014
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

0.064416