ფეხბურთი

17:58 | 9.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

დინს რომში ელიან

იტალიური და ფრანგული პრესის ცნობით, პსჟ-ს 22 წლის მცველი ლუკას დინი, დღე-დღეზე “რომაში” სამედიცინო შემოწმების გასავლელად უნდა ჩავიდეს.

ისეთი ავტორიტეტული გამოცემები, როგორებიც L'Equipe, Gazzetta dello Sport da Sky Italia არიან ირწმუნებიან, რომ დინის რომში სტუმრობა მომავალ კვირაში შედგება და მომავალი ტრანსფერის პირობებიც საბოლოოდ შეთანხმდება.

პარიზელებისა და რომაელების ხელმძღვანელობა უკვე შეთანხმდნენ ფეხბურთელის ერთწლიან იჯარაზე, რომლის ღირებულებაც 1,5 მილიონი ევროა და მისთვის წერტილის დასასმელად სავალდებულო სამედიცინო შემოწმებაა გასავლელი. მომავალ ზაფხულს “რომას” დინის 16,5 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება, თუმცა შეუძლია ამ უფლებით არც ისარგებლოს.

22 წლის დინი პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად ვერ იქცა და ამიტომ, რეგულარულად ცდილობდა სხვა გუნდში გადასვლას, რისი რეალური შანსიც ახლა გაუჩნდა.

0.116603