ფეხბურთი

16:00 | 9.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

კასანო “სამპდორიაში” დაბრუნდა

“სამპდორიას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბის რიგებს ანტონიო კასანო დაუბრუნდა. იტალიელმა თავდამსხმელმა ყოფილ კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის ივლისამდე გააფორმა.

კასანო გენუურ გუნდში 2007-დან 2011 წლამდე თამაშობდა. 115 ჩატარებულ შეხვედრაში ფეხბურთელმა 41 გოლი გაიტანა და 38 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.119613