ფეხბურთი

14:09 | 9.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ნეიმარი თბილისში ვერ ითამაშებს

კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და “ბლაუგრანას” თავდამსხმელი ნეიმარი თბილისში გასამართ უეფას სუპერთასზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

სამხრეთამერიკელს ვირუსული დაავადება ყბაყურა აქვს და მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელმა დაავადების საწინააღმდეგო აცრა ჩაიტარა, იგი “სევილიასთან” გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.

ფეხბურთელი ორი კვირის განმავლობაში გუნდს ვერ დაეხმარება და შესაბამისად, ანდალუსიელებთან მატჩის გარდა, “ბილბაოსთან” ესპანეთის სუპერთასის ორივე დაპირისპირებას (14 და 17 აგვისტო) გამოტოვებს.

0.12455