საქართველოს ეროვნული ნაკრების და “ემპოლის” თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ 8 აგვისტოს “ჯენოასთან” წაგებულ (0:1) ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო.
ემპოლის ადგილობრივი გაზეთის IL TIRRENO-ს ინფორმაციით, “პიზასთან” მატჩში ქართველი ფეხბურთელის დაზიანება მსუბუქი აღმოჩნდა და გუშინ თავდამსხმელმა ვარჯიში განცალკევებით დაიწყო.
მჭედლიძემ “პიზასთან მარცხენა ფეხის ბარძაყის არეში ტკივილი იგრძნო და მეოცე წუთზე მწვრთნელმა იგი შეცვალა. ემპოლის გაზეთის ცნობით, ფეხბურთელი მომდევნო კვირიდან გუნდს შეუერთდება და ვარჯიშს სრული დატვირთვით განაახლებს.