ქართველმა მოჭადრაკე ბაადურ ჯობავამ (2664) ჰოლანდიის პროვინცია ზელანდიაში გამართული ტრადიციული, რიგით მე-19 ღია ტურნირი Hogeschool Zeeland მოიგო.
საქართველოს ნაკრების ლიდერმა 9 ტურში 8 ქულა მიითვალა და შეჯიბრზე დაუმარცხებლად იმარჯვა. ბოლო ტურში ბაადურმა შავი ფიგურებით ირანელ ელშან მორადიაბადის (2587) სძლია და მე-2 ადგილზე გასულ ჰოლანდიელ იორდენ ვან ფორესტს (2519) 0.5 ქულით გაუსწრო.
ცნობისთვის, ჯობავა პირველ ნომრად იყო განთესილი და ფავორიტის სტატუსი გაამართლა.