ჭიდაობა

12:43 | 9.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბერძენ-რომაელების ვერცხლი და ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის პირველ დღეს 2 მედალი მოიპოვა. ვერცხლს დავით ფუტკარაძე (42) დაეუფლა, ბრინჯაოს მედალი კი ჯონი ხეცურიანმა (58) მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლების მოპოვების შანსი ჰქონდათ ნიკოლოზ ჭიკაიძეს (69) და გიორგი შავაძეს (85), თუმცა დამარცხდნენ და მეხუთე ადგილზე დაასრულეს ასპარეზობა

დღეს, სერბულ სუბოტიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს, ხალიჩაზე დარჩენილი 46-54-63-76-100 კატეგორიის ფალავნები იასპარეზებენ.

საქართველოს სახელით გიორგი შოთაძე (46), ლერი აბულაძე (54), აივენგო რიკაძე (63), თემურ ჭკუასელიძე (76) და ბექა მაკარიძე (100) იჭიდავებენ.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყეო.

ტურნირის პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაცია სამივე ხალიჩაზე

http://wrestling.ge/NewsPage/Item/66

https://unitedworldwrestling.org/event/european-championship-3

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12008