ფეხბურთი

10:55 | 9.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

დაუშვილის პირველი გოლი “კარპატის” რიგებში (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა “კარპატის” შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა. ლვოველებმა შინ “ჩერნომორეცი მიიღეს და 4:0 დაამარცხეს (VIDEO).

ქართველმა ფეხბურთელმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. 8 აგვისტოს დაუშვილს შვილი შეეძინა და გოლი ახალდაბადებულ მარიამს მიუძღვნა.

მატჩის შემდეგ ბუბამ “კარპატის” ოფიციალურ გვერდს განუცხადა, რომ პენალტის დარტყმა თანაგუნდელებს სთხოვა და თერთმეტმეტრიანის შესრულების დროს თავის შვილზე ფიქრობდა.

ოდესელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა დავით ხოჭოლავამ, ხოლო გიორგი გადრანი განაცხადშიც ვერ მოხვდა.

0.181012