ინგლისის ეროვნული ნაკრების და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი რიო ფერდინანდი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ “წითელი ეშმაკები” დავიდ დე ხეას მადრიდის “რეალში” გაყიდიან, სეზონი კლუბისთვის უტიტულოდ ჩაივლის.
“თუ “მანჩესტერ იუნაიტედი” დაკარგავს დე ხეას, მაშინ კლუბმა უნდა დაივიწყოს სატიტულო გამოწვევები. “იუნაიტედის” მსგავსმა გუნდმა ესპანელს წასვლის უფლება არ უნდა მისცეს, რადგან მადრიდელთაგან მიღებული ფული მთავარი ტიტულების ვერმოხვეჭის საზღაური ნამდვილად ვერ იქნება.” – წერს რიო The Sun-ის თავის სვეტზე.
ევროპული მედია ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დავიდ დე ხეა მადრიდის “რეალში” გადასვლაზე საუბრობს. მხარეები “ფურია როხას” მეკარის შესახებ მოლაპარაკებას არ ადასტურებენ, თუმცა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 24 დღე დარჩა და შესაძლებელია დე ხეა ესპანეთს დაუბრუნდეს.