ფეხბურთი

19:01 | 8.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსმა” იტალიის სუპერთასი მოიპოვა (+VIDEO)

შანხაიში გამართული იტალიის სუპერთასის მატჩი “იუვენტუსსა” და “ლაციოს” შორის ტურინელთა გამარჯვებით დასრულდა. იტალიის ჩემპიონმა მეტოქე, ახალწვეულების მარიო მანჯუკიჩისა და პაულო დიბალას გოლებით 2:0 დაამარცხა. უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 69-ე წუთზე ხორვატმა მანჯუკიჩმა გახსნა, 73-ე წუთზე კი არგენტინელმა დიბალამ უპირატესობა გაზარდა.

“იუვენტუსმა” ქვეყნის სუპერთასი მეშვიდედ (1995, 1997, 2002, 2003, 2012, 2013, 2015 წლები) მოიპოვა და ამ მაჩვენებლით ერთპიროვნული ლიდერია. ტურინელებმა “მილანს” აჯობეს, რომელსაც ეს ტიტული ექვსჯერ მოუგია.

იტალიის სუპერთასი. 8 აგვისტო. შანხაი. Shanghai Stadium

იუვენტუსი – ლაციო 2:0 VIDEO

იუვენტუსი: ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კასერესი, ევრა, ლიხტშტაინერი, სტურარო (პერეირა 90), მარკიზიო, პოგბა, მანჯუკიჩი (ლიორენტე 80), კომანი (დიბალა 60).

ლაციო: მარკეტი, ბასტა, დე ფრაი, ჯენტილეტი, რადუ, ონაზი, ბილია, კატალდი (კიშნა 75), კანდრევა, კლოზე (ჯორჯევიჩი 61), ფელიპე ანდერსონი (მორისონი 87).

გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (69), 2:0 დიბალა (73)

მსაჯი: ბანტი

0.120166