თბილისის “დინამომ” საქართველოს 27-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე, ბოლო საკონტროლო შეხვედრა თავის დუბლშემადგენლობასთან ჩაატარა და 7:1 გაიმარჯვა (VIDEO).
“დინამოს” პირველი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:
ბეგაშვილი, ტვილდიანი, გველესიანი, ზაზა ჭელიძე, გურული, ნ. ბაშალეიშვილი, ჯანელიძე, ჩაკვეტაძე, არაბული, მიქელთაძე, ვოლკოვი
შეცვლაზე შევიდნენ: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, რენე, კობოური, თევზაძე, ცინცაძე, პარუნაშვილი, ჯიღაური, კიტეიშვილი, იაშვილი, გიორგი ქვილითაია.
დუბლშემადგენლობის თავკაცმა თამაზ სამხარაძემ შემდეგი ფეხბურთელები გამოიყენა:
კულუა, გიორგაძე, ლოჩოშვილი, ნემსაძე, ჯაფიაშვილი, ვეკუა, მ. ბაშალეიშვილი, კვერნაძე, კობახიძე, ლილუაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: კაპანაძე, გუგეშაშვილი, ხატიაშვილი, ქაფიანიძე, ყურშავიშვილი, ნინუა, ჩიჩუა, ნემსაძე, ყურაშვილი, გაბრიჩიძე, კუცია, ბუღრიძე.
“დინამოში” ჰეთ-თრიქი გიორგი ქვილითაიამ შეასრულა, ჯაბა ჯიღაურმა დუბლი მიითვალა, ხოლო თითო გოლი დავით ვოლკოვმა და ლაშა პარუნაშვილმა გაიტანეს. დუბლებიდან პრესტიჟის გოლი ენვერ ლილუაშვილმა მიითვალა.