“ევერტონის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ბელგიის ეროვნული ნაკრების შემტევმა ლივერპულელებთან ახალი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და “გუდისონ პარკზე” 2018 წლის ივლისამდე დარჩება.
ზაფხულის მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში 27 წლის ფეხბურთელის დამატება “ვესტ ჰემს” 6 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ სურდა, თუმცა ფეხბურთელმა “ევერტონში” დარჩენა გადაწყვიტა.
მირალაში ლივერპულურ გუნდში 2012 წლიდან თამაშობს და 106 ჩატარებულ მატჩში 28 გოლი გაიტანა.