ფეხბურთი

6:36 | 8.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

კობახიძე “მორდოვიაში” ითამაშებს

ყაზანის “რუბინის” საკუთრებაში მყოფი მამუკა კობახიძე კარიერას “მორდოვიაში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია სარანსკული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

22 წლის მცველმა ახალ კლუბთან ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა და ხუთნომრიანი მაისური მოირგო.

ქართველი ფეხბურთელი “რუბინის” რიგებში გასულ ზაფხულს გორის “დილადან” გადავიდა და ყაზანური კლუბის მაისურით 5 მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ “მორდოვიას” ღირსებას კიდევ ერთი ქართველი, ნუკრი რევიშვილი იცავს.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.129083
სარეკლამო ადგილი - 99
X x X