“მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბის მთავარი გუნდის ფეხბურთელებს 2015/16 წლების პრემიერლიგის სეზონისთვის მაისურები გადაეცათ.
გუნდის ახალწვეულმა მემფის დეპაიმ საკმაოდ საპასუხისმგებლო 7-ნომრიანი მაისური ანხელ დი მარიასგან გადაიბარა, რომელიც პსჟ-ში გადაბარგდა. აღნიშნული მაისურით “მანჩესტერში” ბრაიან რობსონი, დევიდ ბექჰემი, ერიკ კანტონა და კრიშტიანუ რონალდუ ასპარეზობდნენ.
ინგლისური გრანდის კიდევ ოთხმა ახალწვეულმა მატეო დარმიანმა (36), სერხიო რომერომ (20), მორგან შნეიდერლინმა (28) და ბასტიან შვაინშტაიგერმა (31) საკუთარი ნომრები აირჩიეს.
მარუანე ფელაინმა გერმანელ ნახევარმცველს ნომერი დაუთმო და თავის მაისურზე მომდევნო სეზონში 27 ეწერება. ბასტიანი “ბაიერნშიც” 31-ნომრიანი მაისურით ირჯებოდა, ხოლო ფელაინი თავის პირველ გუნდ ლიეჟის “სტანდარტში” 27 ნომრით გამოდიოდა.
ლუკ შოუმ 3-ის ნაცვლად 23 აირჩია. ინგლისელმა განაცხადა, რომ ამ ნომრით თავს კომფორტულად გრძნობს და კარიერის დასრულება ზუსტად ამ რიცხვით სურს.
“მანჩესტერის” 2015/16 წლების სეზონის მაისურის რიცხვები და სახელები:
1.დე ხეა, 4. ჯონსი, 5. მარკოს როხო, 6. ევანსი, 7. მემფისი, 8. მატა, 10. რუნი, 11. იანუზაი, 12. სმოლინგი, 13. ლინდეგაარდი, 14. ჩიჩარიტო, 16. კერიკი, 17. ბლინდი, 18. იანგი, 19. უილსონი, 20. ს. რომერო, 21. ანდერ ერერა, 23. შოუ, 25. ვალენსია, 27. ფელაინი, 28. შნეიდერლინი, 31. შვაინშტაიგერი, 33. მაკნეირი, 35. ლინგარდი, 36. დარმიანი, 42. ბლეკეტი, 44. პერეირა, 50. ჯონსტოუნი.